უკრაინისა და რუსეთს შორის მიძინებული კონფლიქტის რეესკალაციამ გლობალური პოლიტიკის ახალი რეალიები და მოცემულობები გამოააშკარავა. ერთი მხრივ, რუსეთმა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ მკვეთრად შესუსტებული პოზიციების აღდგენა დაასრულა და სრულად რეაბილიტირდა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი აქტორი. ეს კარგად იკითხება, როგორც რუსეთის სამხედრო მანქანის განვითარებაში, ასევე ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაშიც. ყაზახეთის კრიზისის განმუხტვა რუსული სამხედრო მანქანის ეფექტურობის […]