კოვიდ-19-ის პანდემია და საქართველო: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის მდგომარეობების შედარებითი ანალიზი

წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა საქართველოზე, სახელდობრივ: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის მდგომარეობების შედარებითი ანალიზი. პრობლემების სათავეებთან რომ გადავინაცვლოთ, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველივე დაიწყო ჩინეთიდან, როცა 2019-2020 წლებში კორონავირუსის ჯგუფის ახალი შტამით ათასობით ადამიანი დაინფიცირდა, ჰუბეის პროვინციის მთავარ ქალაქ უჰანში. საწყის ეტაპზე მსოფლიოს მოსახლეობამ ეს ინფორმაცია შედარებით მშვიდად მიიღო. თუმცა, […]

რეალიზმი საქართველო სოციალური მეცნიერებები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1991-2020 წლებში 300 მდე პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, ხოლო 2020 წლის სა პარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 55-მა, ქართველი ამომრჩევლების 62% ვერ ასახელებს პარტიას, რომელთა შეხედუ ლებები მათთვის მისაღებია. მხოლოდ ერთ მოცემულ მომენტში შეიძლებოდა ეს მაჩვენებელი მიგვეწერა შემთხვევითობისთვის, მაგრამ, როგორც კვლევები გვიჩვენებს, ეს ტენდენცია 10 წელია გრძელდება. ამ პერიოდში 28-ჯერ ჩატარდა კვლევები, რომლის […]

არჩევნები პოლიტიკა საქართველო

გლობალურ პოლიტიკურ ველზე მოქმედი დიდი სახელმწიფო აქტორების უთანხმოება სულ უფრო და უფრო სცილდება ზღვარს. მესამე მსოფლიო ომი, რომელიც დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების ფარგლებში დედამიწის მოსახლეობის უმეტესობის სრულ განადგურებას გამოიწვევს, დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჰაერში და დიდი სახელმწიფოების მესვეურების ერთ არასწორ ნაბიჯს ელოდება, რომ ბირთვული ომი ჰიპოტეთურიდან რეალურ განზომილებაში გადმოიტანოს. ასეთ სიტუაციაში ჩნდება შეკითხვა: არის კი ომის გამომწვევი […]

ნოოლოგია საერთაშორისო ურთიერთობები საქართველო

2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში დაწყებულმა მოვლენებმა მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, რომლის აღმოფხვრა სახელმწიფოთა შორის განსაკუთრებულ თანამშრომლობას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაშორების ტენდენცია, რაც მათ შორის ინტერესთა კონფლიქტში გამოიხატება. კონფლიქტში უშუალოდ ჩართული მხარეები (რუსეთის ფედერაცია და უკრაინა) შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებს განეკუთვნებიან, ამიტომ რეგიონი აქტიური დაკვირვების ობიექტია გლობალური მასშტაბით, […]

საქართველო