2021 - დღემდე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა.
კვლევითი მიმართულება: პოსტ-საბჭოთა საქართველოს სოციო-კულტურული ტრასფორმაცია
2017 - 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი/კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთო სამაგისტრო პროგრამა “ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები.”
2009 - 2015
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგია.
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 2020 წელს თბილისში დაარსდა.
ცენტრის მისიაა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა; შედეგად მიღებული მასალების ანალიზი, გავრცელება და მათი გამოყენებით გლობალური პროცესების პროგნოზირება.
ცენტრის ძირითადი მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს, როგორც საერთაშორისო (გლობალური), ასევე ეროვნული (ლოკალური) მნიშვნელობის ყველაზე რთული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების აკადემიურად გადაჭრაში.
ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი განახორციელებს ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებს, ორგანიზებას გაუწევს სამეცნიერო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებს; ასევე მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში.