2020 - 2023
რუსეთის ხალხთა თანამეგობრობის უნივერსიტეტი - პოლიტიკის მეცნიერებისა და რეგიონმცოდნეობის კანდიდატი.
2018 - 2020
რუსეთის ხალხთა თანამეგობრობის უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისა და ისტორიის მაგისტრი.
2017 - 2018
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი - სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი.
2013 - 2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში.
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 2020 წელს თბილისში დაარსდა.
ცენტრის მისიაა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა; შედეგად მიღებული მასალების ანალიზი, გავრცელება და მათი გამოყენებით გლობალური პროცესების პროგნოზირება.
ცენტრის ძირითადი მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს, როგორც საერთაშორისო (გლობალური), ასევე ეროვნული (ლოკალური) მნიშვნელობის ყველაზე რთული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების აკადემიურად გადაჭრაში.
ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი განახორციელებს ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებს, ორგანიზებას გაუწევს სამეცნიერო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებს; ასევე მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში.