შავი ზღვა, როგორც თანამედროვე გლობალური კონიუნქტურის კონფრონტაციული სივრცე
2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში დაწყებულმა მოვლენებმა მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, რომლის აღმოფხვრა სახელმწიფოთა შორის განსაკუთრებულ თანამშრომლობას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაშორების ტენდენცია, რაც მათ შორის ინტერესთა კონფლიქტში გამოიხატება. კონფლიქტში უშუალოდ ჩართული მხარეები (რუსეთის ფედერაცია და უკრაინა) შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებს განეკუთვნებიან, ამიტომ რეგიონი აქტიური დაკვირვების ობიექტია გლობალური მასშტაბით, […]