COP 26 – მოლაპარაკებები კლიმატის ცვლილების შესახებ

  |  

COP 26 – მოლაპარაკებები კლიმატის ცვლილების შესახებ

დავით ბარათაშვილი
მეცნიერ-მკვლევარი
Facebook
LinkedIn
X

გაეროს შუამავლობით მიმდინარე კლიმატის შესახებ მოლაპარაკებები შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში 31 ოქტომბერს გაიხსნა, სახელწოდებით „COP 26“. შეხვედრის მთავარ მიზანს პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესრულების შედეგების შეჯამება წარმოადგენს.

სამიტის წარმატებულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა ქვეყნები და კორპორაციები ტემპერატურის ზრდის საშუალო წლიური მატება 1,5 გრადუსზე ან მასზე დაბლა შეინარჩუნონ.

ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, მსოფლიო ლიდერთა შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, რადგან გარემოს დაბინძურების კუთხით წამყვანი სამი სახელმწიფო – ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი – ვერ მიაღწევს სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას 2050 წლისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვა სახელმწიფოთა პირველი პირებისგან განსხვავებით, ჩინეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერები კონფერენციაზე დასასწრებად გლაზგოში არ ჩასულან.

საკითხის ირგვლივ პოზიციების ბუნდოვანება და არამდგრადობა კაცობრიობის მომავლისთვის საფრთხის შემცველია. სახელმწიფოთა შორის შეთანხმების მიღწევის არასაკმარისი რესურსი კიდევ უფრო ზრდის გლობალური დათბობით გამოწვეულ რისკებს მსოფლიო მასშტაბით.

ავტორის მიერ შემოთავაზებული

COP 26 - მოლაპარაკებები კლიმატის ცვლილების შესახებ

შენთვის შემოთავაზებული

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პერსპექტივები
COP 26 - მოლაპარაკებები კლიმატის ცვლილების შესახებ
"აუკუსის" (AUKUS) შეთანხმება