გლობალური კრიზისის გადააზრება: მსოფლიო სისტემის ტრანსფორმაცია და ახალი საერთაშორისო წესრიგის კონცეპტუალიზაცია

  |  

გლობალური კრიზისის გადააზრება: მსოფლიო სისტემის ტრანსფორმაცია და ახალი საერთაშორისო წესრიგის კონცეპტუალიზაცია

უფროსი მეცნიერ-მკვლევარი
Facebook
LinkedIn
X

გლობალურ კრიზისზე დისკუსიის დროს სულ უფრო ბუნდოვანი ხდება თავად კრიზისის
შინაარსი, მისი ხასიათი და გამომწვევი მიზეზები, კრიზისის ქრონოლოგია და
პერიოდიზაცია, მისი თავისებურებანი თანამედროვე სამყაროში და სამომავლო დინამიკა.
კრიზისის არსში ჩაწვდომა დღევანდელობის არსში გარკვევის თანაბარმნიშვნელოვანია,
ხოლო თანამედროვე ეპოქის წაკითხვა სხვა არაფერია, თუ არა გლობალური კაპიტალისტური
სისტემის ანალიზი.
სტატია მიზნად ისახავს “მსოფლიო-სისტემების თეორიის“ გამოყენებით პასუხი გასცეს
კრიზისის ირგვლივ არსებულ ფუნდამენტურ კითხვებს – რის და რა სახის კრიზისს
მოვიაზრებთ, როდესაც ვსაუბრობთ გლობალურ კრიზისზე? რა ახალი მახასიათებლები აქვს
თანამედროვე კრიზისს, რითი გამოირჩევა იგი წინა კრიზისული ისტორიული
მომენტებისგან? რამ გამოიწვია კრიზისისთვის ახალი ხასიათის შეძენა და მისი ბუნების
ტრანსფორმაცია? გააჩნია თუ არა კრიზისს ციკლური ხასიათი? რა სიმპტომატიკით
ხასიათდება მიმდინარე კრიზისი? რატომ დგება გლობალური სისტემა კრიზისის წინაშე და
როგორ შეიძლება ჩიხური მდგომარეობიდან თავის დაღწევა? საერთოდაც, არის თუ არა
თანამედროვე მსოფლიო კრიზისის მორევში მოქცეული და რითი საბუთდება დებულება,
რომლის მიხედვითაც გლობალური სისტემა სტრუქტურულ კრიზისშია შესული? რა არის
თანამედროვე კრიზისის მთავარი მდგენელი?

ავტორის მიერ შემოთავაზებული

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პერსპექტივები
გლობალური კრიზისის გადააზრება: მსოფლიო სისტემის ტრანსფორმაცი...

შენთვის შემოთავაზებული

კოვიდ-19-ის პანდემია და საქართველო: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხუ...
ერის დეფინიციასთან დაკავშირებული პრობლემები
პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში
ქურთები სირიის არაბულ რესპუბლიკაში
საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა...
შავი ზღვა, როგორც თანამედროვე გლობალური კონიუნქტურის კონფრონ...