კოვიდ-19-ის პანდემია და საქართველო: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის მდგომარეობების შედარებითი ანალიზი

  |  

კოვიდ-19-ის პანდემია და საქართველო: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის მდგომარეობების შედარებითი ანალიზი

პრეზიდენტი / წამყვანი მეცნიერ-მკვლევარი
Facebook
LinkedIn
X

წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა საქართველოზე, სახელდობრივ: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის მდგომარეობების შედარებითი ანალიზი.

პრობლემების სათავეებთან რომ გადავინაცვლოთ, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველივე დაიწყო ჩინეთიდან, როცა 2019-2020 წლებში კორონავირუსის ჯგუფის ახალი შტამით ათასობით ადამიანი დაინფიცირდა, ჰუბეის პროვინციის მთავარ ქალაქ უჰანში.

საწყის ეტაპზე მსოფლიოს მოსახლეობამ ეს ინფორმაცია შედარებით მშვიდად მიიღო. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ მოწმე გავხდით თუ რამხელა პანიკამ მოიცვა მსოფლიო საზოგადოება. თითქმის ყველა ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და კაცობრიობამ “უხილავ მტერთან” ბრძოლა დაიწყო.

კოვიდ 19-ის აფეთქების საწყის ეტაპზევე (დაახლოებით 2 თვეში) ჩინეთმა შეძლო შეეჩერებინა ვირუსის აქტიური გავრცელება თავის ტერიტორიაზე. თუმცა, ამავდროულად ვირუსი გავრცელდა ევროპის წამყვან ქვეყნებში, როგორებიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. მოგვიანებით კი ინფიცირებულთა რაოდენობით პირველადგილოსანი აშშ გახდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებით ჯერ პანდემიის საფრთხე გამოცხადდა, 11 მარტს კი უშუალოდ პანდემიის კვალიფიკაცია მიენიჭა.

კოვიდ-19-ის გამოჩენით კიდევ უფრო მეტად გადაიკვეთა ეკონომიკის, ჯანდაცვის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები და გამოვლინდა ამ სფეროების ურთიერთგადაჯაჭვულობა.

2020 წლის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკა გლობალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. COVID-19 პანდემიის გამო შეფერხდა ეკონომიკური აქტივობა როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. ქვეყნებს შორის ჩაიკეტა საზღვრები, დაიხურა სავაჭრო ობიექტები და სამუშაო სივრცეების უმეტესობა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. [1]

2020 წლის გაზაფხულს ბევრი მოულოდნელი სიახლე ერთვოდა თან. მსოფლიო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წინაღობების დაძლევა და მათთან გამკლავებისთვის ახლებური გზების ძიება მოუწია. მათი უმეტესობა იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, სწავლობდნენ როგორ დაეცვათ ჰიგიენის წესები, ბევრ სიახლეს იგებდნენ სხვადასხვა ინფექციური თუ ვირუსული დაავადებების, ახალი ტექნოლოგიების (5G), ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მუდმივად ეცნობოდნენ გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს და აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას.

როგორც ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი იუვალ ნოახ ჰარარი წერს, კაცობრიობა გლობალური კრიზისის წინაშე დგას და გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობები და საზოგადოება მიიღებენ ბევრ ცვლილებას მოუტანს სამყაროს. აქ საუბარია, არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაზე, არამედ ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და კულტურაზეც. ჰარარი აღნიშნავს იმასაც, რომ ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება, ამიტომ რიგი ალტერნატივების შერჩევისას დიდი სიფრთხილე გვმართებს. [2]

საბოლოო ჯამში, ცხადი გახდა, რომ მსოფლიო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო და რომ გარკვეული ცვლილებები მსოფლიო წესრიგში გარდაუვალი და აუცილებელია. აღნიშნულ თემაზე დისკუსიები და მსჯელობა დღესდღეობით ინტენსიურ ფაზაში შედის.

ავტორის მიერ შემოთავაზებული

კოვიდ-19-ის პანდემია და საქართველო: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხუ...
პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში

შენთვის შემოთავაზებული

კოვიდ-19-ის პანდემია და საქართველო: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხუ...
ერის დეფინიციასთან დაკავშირებული პრობლემები
პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში
ქურთები სირიის არაბულ რესპუბლიკაში
საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა...
შავი ზღვა, როგორც თანამედროვე გლობალური კონიუნქტურის კონფრონ...