ქურთები მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია. ისინი მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქურთისტანის სახელწოდებითაა ცნობილი. დღეს ქურთები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ოთხ სახელმწიფოში არიან წარმოდგენილნი და მრავალი წელია იბრძვიან ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ქურთების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკაში XIX საუკუნეში გააქტიურდა. იგი, ერთი მხრივ, განპირობებული იყო მსოფლიოში ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობების დაწყებით, ხოლო, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ევროპული სახელმწიფოების ჩარევით, რის გამოც იგი გასცდა რეგიონული პოლიტიკის საზღვრებს და საერთაშორისო საკითხად გადაიქცა. საერთაშორისო დონეზე დეკლარირებული თვითგამორკვევის უფლებისა და ახლო აღმოსავლეთში სამანდატო სისტემის ამოქმედების მიუხედავად, ქურთებმა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, მაინც ვერ მოახერხეს სახელმწიფოს შექმნა. პირველი ომის დასრულების შემდეგ ქურთები რეგიონის ოთხი სახელმწიფოს საზღვრებში გადანაწილდნენ და სწორედ ამ პერიოდიდან ჩაეყარა საფუძველი მათ აქტიურ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს ცალკეულ ქვეყნებში, რაც დღემდე დაუსრულებლად და უშედეგოდ მიმდინარეობს.
Kurds are one of the oldest and largest ethnic groups in the world. For many centuries they lived in the Middle Eastern region called Kurdistan. Today, Kurds are represented in four states of the Middle East region and have been fighting for autonomy and independence for many years. The Kurdish problem became active in international politics in the 19th century, which led to the beginning of national liberation movements in the world and the involvement of European states in Middle Eastern politics. Consequently, it became an international issue. After the end of the WWI, despite certain changes in overall discourse the Kurds were dispersed within the borders of the four states of the region, and it was from this period that the foundations of their active national liberation movements in individual countries were laid, which are still endless and fruitless.