რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პერსპექტივები

უკრაინისა და რუსეთს შორის მიძინებული კონფლიქტის რეესკალაციამ გლობალური პოლიტიკის ახალი რეალიები და მოცემულობები გამოააშკარავა. ერთი მხრივ, რუსეთმა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ მკვეთრად შესუსტებული პოზიციების აღდგენა დაასრულა და სრულად რეაბილიტირდა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი აქტორი. ეს კარგად იკითხება, როგორც რუსეთის სამხედრო მანქანის განვითარებაში, ასევე ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაშიც. ყაზახეთის კრიზისის განმუხტვა რუსული სამხედრო მანქანის ეფექტურობის […]
COP 26 – მოლაპარაკებები კლიმატის ცვლილების შესახებ

გაეროს შუამავლობით მიმდინარე კლიმატის შესახებ მოლაპარაკებები შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში 31 ოქტომბერს გაიხსნა, სახელწოდებით „COP 26“. შეხვედრის მთავარ მიზანს პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესრულების შედეგების შეჯამება წარმოადგენს. სამიტის წარმატებულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა ქვეყნები და კორპორაციები ტემპერატურის ზრდის საშუალო წლიური მატება 1,5 გრადუსზე ან მასზე დაბლა შეინარჩუნონ. ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, მსოფლიო ლიდერთა შორის შეთანხმება […]
“აუკუსის” (AUKUS) შეთანხმება

2021 წლის 15 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა ხელი მოაწერეს სამხედრო-თავდაცვით პაქტს – „აუკუსის“ (AUKUS) შეთანხმებას. აუკუსის პაქტი ითვალისწინებს ავსტრალიისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობისთვის საჭირო ტექნოლოგიურ-ფინანსური დახმარების აღმოჩენას. აღნიშნულმა შეთანხმებამ გამოიწვია ავსტრალია-საფრანგეთს შორის წყალქვეშა ნავების მშენებლობის შესახებ ორმხრივი 55$ მილიარდი დოლარის შეთანხმების გაუქმება. […]