კოვიდ-19-ის პანდემია და საქართველო: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის მდგომარეობების შედარებითი ანალიზი
წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა საქართველოზე, სახელდობრივ: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის მდგომარეობების შედარებითი ანალიზი. პრობლემების სათავეებთან რომ გადავინაცვლოთ, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველივე დაიწყო ჩინეთიდან, როცა 2019-2020 წლებში კორონავირუსის ჯგუფის ახალი შტამით ათასობით ადამიანი დაინფიცირდა, ჰუბეის პროვინციის მთავარ ქალაქ უჰანში. საწყის ეტაპზე მსოფლიოს მოსახლეობამ ეს ინფორმაცია შედარებით მშვიდად მიიღო. თუმცა, […]
ერის დეფინიციასთან დაკავშირებული პრობლემები
,,ერის“ საყოველთაოდ აღიარებული განმარტება არ არსებობს და ეს ტერმინი მუდმივი განსჯის და გადასინჯვის საგანია აკადემიურ სივრცეში. არ არსებობს შეჯერებული პოზიცია თუ რას წარმოადგენს ერის ფენომენი. ერის მნიშვნელობა პირველად მე-19 საუკუნეში განიმარტა. ერს თავდაპირველად წარმომავლობის, დაბადების ადგილის აღსანიშნად იყენებდნენ, რაც ამ ცნების მნიშვნელობას სრულიად ვერ გამოხატავდა. საუკუნეების მანძილზე აქტიურად მიდის მსჯელობა თუ რას წარმოადგენს და როგორ […]
პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1991-2020 წლებში 300 მდე პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, ხოლო 2020 წლის სა პარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 55-მა, ქართველი ამომრჩევლების 62% ვერ ასახელებს პარტიას, რომელთა შეხედუ ლებები მათთვის მისაღებია. მხოლოდ ერთ მოცემულ მომენტში შეიძლებოდა ეს მაჩვენებელი მიგვეწერა შემთხვევითობისთვის, მაგრამ, როგორც კვლევები გვიჩვენებს, ეს ტენდენცია 10 წელია გრძელდება. ამ პერიოდში 28-ჯერ ჩატარდა კვლევები, რომლის […]
ქურთები სირიის არაბულ რესპუბლიკაში
აღნიშნული სტატია აანალიზებს სირიაში ქურთების ისტორიული და პოლიტიკური განვითარების ეტაპებს საფრანგეთის მანდატის პერიოდიდან დღემდე. ისტორიული და შედარებითი ანალიზის მე თოდის გამოყენებით აღნიშნულ სტატიაში ყურადღება გამახვილე ბულია იმ მნიშვნელოვან ისტორიულ და პოლიტიკურ პროცესებზე, რამაც გავლენა იქონია ქურთებზე. კვლევაში ქრონოლოგიურად არის განხილული და გაანალიზებული ისეთი საკითხები, როგორიც არის საფრანგეთის პოლიტიკა ქურთების მიმართ, სირიის დამო უკიდებლობის შემდეგ განვითარებული […]
საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში
გლობალურ პოლიტიკურ ველზე მოქმედი დიდი სახელმწიფო აქტორების უთანხმოება სულ უფრო და უფრო სცილდება ზღვარს. მესამე მსოფლიო ომი, რომელიც დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების ფარგლებში დედამიწის მოსახლეობის უმეტესობის სრულ განადგურებას გამოიწვევს, დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჰაერში და დიდი სახელმწიფოების მესვეურების ერთ არასწორ ნაბიჯს ელოდება, რომ ბირთვული ომი ჰიპოტეთურიდან რეალურ განზომილებაში გადმოიტანოს. ასეთ სიტუაციაში ჩნდება შეკითხვა: არის კი ომის გამომწვევი […]
შავი ზღვა, როგორც თანამედროვე გლობალური კონიუნქტურის კონფრონტაციული სივრცე
2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში დაწყებულმა მოვლენებმა მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, რომლის აღმოფხვრა სახელმწიფოთა შორის განსაკუთრებულ თანამშრომლობას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაშორების ტენდენცია, რაც მათ შორის ინტერესთა კონფლიქტში გამოიხატება. კონფლიქტში უშუალოდ ჩართული მხარეები (რუსეთის ფედერაცია და უკრაინა) შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებს განეკუთვნებიან, ამიტომ რეგიონი აქტიური დაკვირვების ობიექტია გლობალური მასშტაბით, […]
სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები
უკანასკნელ პერიოდში აქტიური მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში მკვეთრად იზრდება, ხოლო მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით სამომავლოდაც მზარდი მაჩვენებლების შეინარჩუნებას უნდა ველოდოთ. ასევე განხილვის საგანია ის, თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო, რაში მდგომარეობს მისი არსი და რა ფუნდამენტური მახასიათებლებით უნდა ხასიათდებოდეს იგი. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ცნების, როლის და […]
გლობალური კრიზისის გადააზრება: მსოფლიო სისტემის ტრანსფორმაცია და ახალი საერთაშორისო წესრიგის კონცეპტუალიზაცია
გლობალურ კრიზისზე დისკუსიის დროს სულ უფრო ბუნდოვანი ხდება თავად კრიზისის შინაარსი, მისი ხასიათი და გამომწვევი მიზეზები, კრიზისის ქრონოლოგია და პერიოდიზაცია, მისი თავისებურებანი თანამედროვე სამყაროში და სამომავლო დინამიკა. კრიზისის არსში ჩაწვდომა დღევანდელობის არსში გარკვევის თანაბარმნიშვნელოვანია, ხოლო თანამედროვე ეპოქის წაკითხვა სხვა არაფერია, თუ არა გლობალური კაპიტალისტური სისტემის ანალიზი. სტატია მიზნად ისახავს “მსოფლიო-სისტემების თეორიის“ გამოყენებით პასუხი გასცეს კრიზისის […]
მსოფლიოს გლობალური გამოწვევები
ქურთები მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია. ისინი მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქურთისტანის სახელწოდებითაა ცნობილი. დღეს ქურთები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ოთხ სახელმწიფოში არიან წარმოდგენილნი და მრავალი წელია იბრძვიან ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ქურთების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკაში XIX საუკუნეში გააქტიურდა. იგი, ერთი მხრივ, განპირობებული იყო მსოფლიოში ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობების დაწყებით, ხოლო, […]