,,ერის“ საყოველთაოდ აღიარებული განმარტება არ არსებობს და ეს ტერმინი მუდმივი განსჯის და გადასინჯვის საგანია აკადემიურ სივრცეში. არ არსებობს შეჯერებული პოზიცია თუ რას წარმოადგენს ერის ფენომენი. ერის მნიშვნელობა პირველად მე-19
საუკუნეში განიმარტა. ერს თავდაპირველად წარმომავლობის, დაბადების ადგილის აღსანიშნად იყენებდნენ, რაც ამ ცნების მნიშვნელობას სრულიად ვერ გამოხატავდა. საუკუნეების მანძილზე აქტიურად მიდის მსჯელობა თუ რას წარმოადგენს და როგორ უნდა განიმარტოს ერის ფენომენი. გამომდინარე ფაქტიდან, რომ ერი-სახელმწიფოები თანამედროვე მსოფლიოში და საერთაშორისო ურთიერთობებში ძირითად აქტორებად რჩებიან, აუცილებელია განისაზღვროს ერის მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე.
ნაშრომში გაანალიზებული იქნება ერის, როგორც ერთობის მნიშვნელობა და ყურადღება გამახვილდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, თუ რას წარმოადგენს, ან როგორიცაა ერის ფენომენი