რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პერსპექტივები

  |  

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პერსპექტივები

უფროსი მეცნიერ-მკვლევარი
Facebook
LinkedIn
X

უკრაინისა და რუსეთს შორის მიძინებული კონფლიქტის რეესკალაციამ გლობალური პოლიტიკის ახალი რეალიები და მოცემულობები გამოააშკარავა. ერთი მხრივ, რუსეთმა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ მკვეთრად შესუსტებული პოზიციების აღდგენა დაასრულა და სრულად რეაბილიტირდა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი აქტორი. ეს კარგად იკითხება, როგორც რუსეთის სამხედრო მანქანის განვითარებაში, ასევე ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაშიც. ყაზახეთის კრიზისის განმუხტვა რუსული სამხედრო მანქანის ეფექტურობის მორიგი დემონსტრაცია გამოდგა.

მეორე მხრივ, რუსეთის გაძლიერების კვალდაკვალ დასავლური ქვეყნების ალიანსი უფრო და უფრო არადამაჯერებლად და დეზინტეგრაციის პირას მისულ ბლოკად წარმოგვიდგება. ბაიდენის ადმინისტრაციის მუქარა არც ისე სერიოზულად აღიქმება იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ დაკარგა კონტროლი ახლო აღმოსავლეთზე, დაპირისპირებაშია როგორც რეგიონის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან – ირანთან, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის უმსხვილეს მოთამაშეებთან – ჩინეთთან და რუსეთთან. გარდა ამისა, ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყანა – გერმანია და საფრანგეთი – მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკის ისეთ სექტორებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, ვაჭრობა (უძრავი ქონება) და ა.შ.

მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით ორი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ. რუსეთი არ დაუშვებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისი საზღვრების მიმართულებით გაფართოებას და ყველა მის ხელთ არსებული რესურსით შეეცდება ნატოს გავლენების შესუსტებას აღმოსავლეთ ევროპაში (1). დღესდღეობით საერთაშორისო დონეზე არ მოიპოვება მედიაციის სწორად წარმართვის საკმარისი რესურსი და ფასილიტაციის პროცესიდან მცირე და განვითარებადი სახელმწიფოები მთლიანად უგულებელყოფილები არიან. ე.წ. “ნორმანდიის ფორმატის” ფარგლებში ვერ მოხერხდება კონფლიქტის მშვიდობიანი რეზოლუცია, ამიტომ მოლაპარაკებების პროცესი ჩიხშია შესული (2). ამ დროს კი უკრაინა საერთაშორისო ურთიერთობების წამყვანი სახელმწიფოების დაპირისპირების არეალადაა ქცეული

გამოყენებული წყაროები:

ავტორის მიერ შემოთავაზებული

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პერსპექტივები
გლობალური კრიზისის გადააზრება: მსოფლიო სისტემის ტრანსფორმაცი...

შენთვის შემოთავაზებული

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პერსპექტივები
COP 26 - მოლაპარაკებები კლიმატის ცვლილების შესახებ
"აუკუსის" (AUKUS) შეთანხმება