სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები

  |  

სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები

ირაკლი გაბელია
მეცნიერ-მკვლევარი
Facebook
LinkedIn
X

უკანასკნელ პერიოდში აქტიური მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში მკვეთრად იზრდება, ხოლო მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით სამომავლოდაც მზარდი მაჩვენებლების შეინარჩუნებას უნდა ველოდოთ. ასევე განხილვის საგანია ის, თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო, რაში მდგომარეობს მისი არსი და რა ფუნდამენტური მახასიათებლებით უნდა ხასიათდებოდეს იგი. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ცნების, როლის და ფუნქციების შესახებ მსჯელობას არაერთი მასალა და ნაშრომი მიეძღვნა, სადაც ისეთი დიდი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ: პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, მაკიაველი, ჰობსი და სხვები აქტიურად განიხილავდნენ სახელმწიფოს არსის ირგვლივ არსებულ ბუნდოვანებებს და მისეულ ხედვებსაც გვთავაზობენ. დღეისათვის რთულია უნიფიცირდეს სახელმწიფოს დეფინიცია, რადგან იგი ასოცირდება
ისეთ ტერმინებთან როგორიცაა:

  1. საზოგადოება
  2. მოსახლეობა
  3. ქვეყანა
  4. და სხვა.

თუმცა იურიდიული ლიტერატურაში მისი განმარტება არ არსებობს, რაც მისი ფუნდამენტური დაარსობრივი იდეის მნიშვნელობის დადგენას ართულებს. და მაინც, შესაძლებელია თუ არა მისი უნიფიცირება? რამდენად დაიყვანება იგი ერთ, კონკრეტულ დეფინიციამდე? და საერთოდ, რა მნიშვნელობის მატარებელია მისი ონტოლოგიური საფუძვლების განსაზღვრა?
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ამ მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ბუნდოვანების და ახალი მიდგომის წარმოჩენას, რომელიც სრულიად ახლებურად გადაიაზრებს სახელმწიფოს მნიშვნელობას და უშუალოდ კონცენტრირებულია მისი როლისა და ფუნქციის წარმოჩენაზე.

Lately there was an active discussion of the fact that the role and importance of the state in the modern
world is increasing dramatically, and considering the current trends, we should expect to maintain
these increasing indicators in the future. What is the state, what is its essence, and what main features
should it are also the subject of discussion. When talking about the mentioned issue, it is necessary
to note that some amount of works were devoted to the discussion of current state concept, role and
functions, where such great thinkers as: Plato, Aristotle, Cicero, Machiavelli, Hobbes and others
actively discussed the ambiguities surrounding the essence of the state and presented their very own

Today however, it is difficult to unify the definition of the state, because it is associated with such
terms as: society, population, country and others. Moreover, there is no definition of state in the legal
literature, which makes it difficult to determine the meaning of its fundamental and essential idea.
And yet, is it possible to unify it? How it might be reduced to one, specific definition? And in general,
what is the significance of determining its ontological foundations? The present article aims to present
the ambiguities in the scientific literature in this specific area and a new approach, which will rethink
the meaning of the state in a completely new way and will point out its role and function.

ავტორის მიერ შემოთავაზებული

ერის დეფინიციასთან დაკავშირებული პრობლემები
შავი ზღვა, როგორც თანამედროვე გლობალური კონიუნქტურის კონფრონ...
სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები

შენთვის შემოთავაზებული

კოვიდ-19-ის პანდემია და საქართველო: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხუ...
ერის დეფინიციასთან დაკავშირებული პრობლემები
პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში
ქურთები სირიის არაბულ რესპუბლიკაში
საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა...
შავი ზღვა, როგორც თანამედროვე გლობალური კონიუნქტურის კონფრონ...