2019 - 2023
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.
2017 - 2019
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.
2013 - 2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში.
აღნიშნული სტატია აანალიზებს სირიაში ქურთების ისტორიული და პოლიტიკური განვითარების ეტაპებს საფრანგეთის მანდატის პერიოდიდან დღემდე. ისტორიული და შედარებითი ანალიზის მე თოდის გამოყენებით აღნიშნულ სტატიაში ყურადღება გამახვილე ბულია იმ მნიშვნელოვან ისტორიულ და პოლიტიკურ პროცესებზე, რამაც გავლენა იქონია ქურთებზე. კვლევაში ქრონოლოგიურად არის განხილული და გაანალიზებული ისეთი საკითხები, როგორიც არის საფრანგეთის პოლიტიკა ქურთების მიმართ, სირიის დამო უკიდებლობის შემდეგ განვითარებული […]
ქურთები მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია. ისინი მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქურთისტანის სახელწოდებითაა ცნობილი. დღეს ქურთები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ოთხ სახელმწიფოში არიან წარმოდგენილნი და მრავალი წელია იბრძვიან ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ქურთების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკაში XIX საუკუნეში გააქტიურდა. იგი, ერთი მხრივ, განპირობებული იყო მსოფლიოში ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობების დაწყებით, ხოლო, […]
2021 წლის 15 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა ხელი მოაწერეს სამხედრო-თავდაცვით პაქტს – „აუკუსის“ (AUKUS) შეთანხმებას. აუკუსის პაქტი ითვალისწინებს ავსტრალიისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობისთვის საჭირო ტექნოლოგიურ-ფინანსური დახმარების აღმოჩენას. აღნიშნულმა შეთანხმებამ გამოიწვია ავსტრალია-საფრანგეთს შორის წყალქვეშა ნავების მშენებლობის შესახებ ორმხრივი 55$ მილიარდი დოლარის შეთანხმების გაუქმება. […]
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 2020 წელს თბილისში დაარსდა.
ცენტრის მისიაა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა; შედეგად მიღებული მასალების ანალიზი, გავრცელება და მათი გამოყენებით გლობალური პროცესების პროგნოზირება.
ცენტრის ძირითადი მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს, როგორც საერთაშორისო (გლობალური), ასევე ეროვნული (ლოკალური) მნიშვნელობის ყველაზე რთული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების აკადემიურად გადაჭრაში.
ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი განახორციელებს ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებს, ორგანიზებას გაუწევს სამეცნიერო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებს; ასევე მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში.