2020 - დღემდე
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
კვლევითი მიმართულებები: საერთაშორისო ურთიერთობები; საერთაშორისო პოლიტიკა; საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი; გლობალური მმართველობა; პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები; მმართველობის დემოკრატიული მოდელები; პოლიტიკური კულტურა; პოლიტიკური ელიტები; გეოპოლიტიკა; სახელმწიფოს უსაფრთხოება; პოსტსაბჭოთა საქართველო; საქართველოს უახლესი ისტორია; დემოკრატიზაციისა და ტრანსფორმაციის თეორიები; პოლარიზაცია; გლობალიზაცია და ნაციონალიზმი.
2019 - 2023 წწ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.
საკვლევი თემა: პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები
1993 - 1996 წწ.
თსუ - ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტი - ინგლისური ენა.
1990 - 1995 წწ.
თსუ - გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მათემატიკური, პროგრამული და ქსელური უზრუნველყოფა, ბაკალავრი.
წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა საქართველოზე, სახელდობრივ: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის მდგომარეობების შედარებითი ანალიზი. პრობლემების სათავეებთან რომ გადავინაცვლოთ, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველივე დაიწყო ჩინეთიდან, როცა 2019-2020 წლებში კორონავირუსის ჯგუფის ახალი შტამით ათასობით ადამიანი დაინფიცირდა, ჰუბეის პროვინციის მთავარ ქალაქ უჰანში. საწყის ეტაპზე მსოფლიოს მოსახლეობამ ეს ინფორმაცია შედარებით მშვიდად მიიღო. თუმცა, […]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1991-2020 წლებში 300 მდე პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, ხოლო 2020 წლის სა პარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 55-მა, ქართველი ამომრჩევლების 62% ვერ ასახელებს პარტიას, რომელთა შეხედუ ლებები მათთვის მისაღებია. მხოლოდ ერთ მოცემულ მომენტში შეიძლებოდა ეს მაჩვენებელი მიგვეწერა შემთხვევითობისთვის, მაგრამ, როგორც კვლევები გვიჩვენებს, ეს ტენდენცია 10 წელია გრძელდება. ამ პერიოდში 28-ჯერ ჩატარდა კვლევები, რომლის […]
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 2020 წელს თბილისში დაარსდა.
ცენტრის მისიაა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა; შედეგად მიღებული მასალების ანალიზი, გავრცელება და მათი გამოყენებით გლობალური პროცესების პროგნოზირება.
ცენტრის ძირითადი მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს, როგორც საერთაშორისო (გლობალური), ასევე ეროვნული (ლოკალური) მნიშვნელობის ყველაზე რთული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების აკადემიურად გადაჭრაში.
ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი განახორციელებს ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებს, ორგანიზებას გაუწევს სამეცნიერო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებს; ასევე მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში.