2020 - დღემდე
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი;
კვლევითი მიმართულებები: საერთაშორისო ურთიერთობების კრიტიკული თეორიები; მსოფლიო სისტემების თეორიები; იმპერიალიზმის თეორიები; ჰეგემონიური ციკლები; საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის ტრანსფორმაცია და ტიპოლოგია; პოლიტიკრი სისტემები და იდეოლოგიები; კოლონიალიზმი და ნეოკოლონიალიზმი; მეხსიერების პოლიტიკა; პოსტსაბჭოთა ტრანზიცია; საქართველოს უახლესი ისტორია; პოლიტიკური ექსტრემიზმი და ძალადობა; პოლიტიკური ფილოსოფია; სოციალური მოძრაობები და რეზისტენცია; გლობალური ეპიდემიების ისტორია; ხელოვნური ინტელექტის სოციოეკონომიკური განზომილებები.
2020 - დღემდე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი.
საკვლევი თემა: მეხსიერების პოლიტიკა და მისი განხორციელების მექანიზმები პოსტსაბჭოთა საქართველოში
2018 - 2020 წწ.
ლაიფციგის უნივერსიტეტი - გლობალური და რეგიონალური სწავლებების სადოქტორო სკოლა - ლაიფციგის უნივერსიტეტის კვლევითი აკადემიის ბაზაზე არსებული ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონალური სწავლებების მიმართულების წევრი-დოქტორანტი.
საკვლევი თემა: საგანმანათლებლო-საზაფხულო პატრიოტთა ბანაკების როლი პოსტ-ვარდების რევოლუციის პოლიტიკური სისტემის მეხსიერების პოლიტიკაში.
2019 წწ.
ლაიბნიცის კვლევითი ცენტრის "აღმოსავლეთ ევროპა-გლობალური სამყარო" მეცნიერ-თანამშრომელი (ლაიფციგი, გერმანია).
მკლვევარის პროფილი: https://www.leibniz-eega.de/people/eega-fellows/postgraduates/luka-ekhvaia/
2016 - 2017 წწ.
კორვინუსის უნივერსიტეტი Erasmus+ (ბუდაპეშტი, უნგრეთი).
2015 - 2017 წწ.
ბოლონიის უნივერსიტეტი - პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი - ფორლის კამპუსი - მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.
კვლევითი მიმართულებები: ევროპული იდეების ევოლუციის ისტორია; აღმოსავლეთ ევროპის ტრანზიცია; რადიკალური მემარცხენე პარტიები და მოძრაობები სამხრეთ ევროპაში.
2010 - 2014 წწ.
კავკასიის უნივერსიტეტი - სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG) - ბაკალავრი სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით.
გლობალურ კრიზისზე დისკუსიის დროს სულ უფრო ბუნდოვანი ხდება თავად კრიზისის შინაარსი, მისი ხასიათი და გამომწვევი მიზეზები, კრიზისის ქრონოლოგია და პერიოდიზაცია, მისი თავისებურებანი თანამედროვე სამყაროში და სამომავლო დინამიკა. კრიზისის არსში ჩაწვდომა დღევანდელობის არსში გარკვევის თანაბარმნიშვნელოვანია, ხოლო თანამედროვე ეპოქის წაკითხვა სხვა არაფერია, თუ არა გლობალური კაპიტალისტური სისტემის ანალიზი. სტატია მიზნად ისახავს “მსოფლიო-სისტემების თეორიის“ გამოყენებით პასუხი გასცეს კრიზისის […]
უკრაინისა და რუსეთს შორის მიძინებული კონფლიქტის რეესკალაციამ გლობალური პოლიტიკის ახალი რეალიები და მოცემულობები გამოააშკარავა. ერთი მხრივ, რუსეთმა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ მკვეთრად შესუსტებული პოზიციების აღდგენა დაასრულა და სრულად რეაბილიტირდა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი აქტორი. ეს კარგად იკითხება, როგორც რუსეთის სამხედრო მანქანის განვითარებაში, ასევე ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაშიც. ყაზახეთის კრიზისის განმუხტვა რუსული სამხედრო მანქანის ეფექტურობის […]
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 2020 წელს თბილისში დაარსდა.
ცენტრის მისიაა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა; შედეგად მიღებული მასალების ანალიზი, გავრცელება და მათი გამოყენებით გლობალური პროცესების პროგნოზირება.
ცენტრის ძირითადი მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს, როგორც საერთაშორისო (გლობალური), ასევე ეროვნული (ლოკალური) მნიშვნელობის ყველაზე რთული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების აკადემიურად გადაჭრაში.
ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი განახორციელებს ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებს, ორგანიზებას გაუწევს სამეცნიერო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებს; ასევე მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში.